ფეხბურთი

11:09 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგი “პადერბორნიდან” დაითხოვეს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი “პადერბორნის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

47 წლის სპეციალისტი “პადერბორნს” გასული წლის ოქტომბრიდან წვრთნიდა, თუმცა გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 24 ტურში მოპოვებული 19 ქულით სახიფათო ზონაში იმყოფება და დაქვეითების ერთ ერთი კანდიდატია. ეს გახდა მწვრთნელის დათხოვნის მიზეზიც.

ეფენბერგის სამწვრთნელო კარიერაში “პადერბორნი” პირველი კლუბი იყო.

0.110058