კალათბურთი

10:42 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 17 ქულა, 10 მოხსნა და სეზონის 24-ე ორმაგი დუბლი (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ “ორლანდო” 121:108 დაამარცხა (VIDEO). ზაზამ მიმდინარე სეზონში 24-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება მატჩს “დალასი” პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდა და იმის მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა “ორლანდოს” თურქმა ლეგიონერმა ერსან ილიასოვამ ჩააგდო. “დალასში” 21 ქულით ვესლი მეთიუსი და 19 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩნენ.

“დალასი” 33 მოგებით და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113395