ფეხბურთი

22:37 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები მონტენეგროსთან დამარცხდნენ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად მონტენეგროსთან და 0:2 დამარცხდა. გიორგი ყიფიანის გუნდმა ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვა და ორივე სტანდარტულიდან – მე-40 წუთზე – ჯარიმით, ხოლო 45-ეზე – პენალტით.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 24-29 მარტს სევილიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში მონტენეგროელ თანატოლებთან მომდევნო შეხვედრას 3 მარტს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა აქამდე ორი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისში ბულგარეთთან (0:0 და 2:0).

მონტენეგროსთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ლოჩოშვილი (კობოური, 63), მამუჩაშვილი (პაპუაშვილი, 57), კიკნაძე (კოხრეიძე, 57), მიქელთაძე, ჭიჭინაძე, ბიძინაშვილი (არდაზიშვილი, 57), კომახიძე (ახალაძე, 82), სამურკასოვი (ფოჩხუა, 57), ლილუაშვილი (ჩაჩუა, 46), ართმელაძე (ქორიძე, 63).

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065313