ფეხბურთი

21:00 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიელინის დიაგნოზი დაუსვეს: "ბაიერნთან" ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” მცველ ჯორჯო კიელინის სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა. როგორც ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება, 31 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი უკანახაზელი საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ დაეხმარება.

მოგეხსენებათ, ჯორჯოს გერმანელებთან პირველი შეხვედრაც ტრავმის გამო გაუცდა და გუნდს გასულ კვირას მილანის “ინტერთან” მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ იმავე თამაშში ისევ დაშავდა და 36-ე წუთზე შეცვალეს.

შესაბამისად, აქამდე არსებობდა ვარაუდი, რომ კიელინის მიუნხენური შეხვედრაც გაუცდებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა საშიში არაფერია.

0.109722