ფეხბურთი

13:19 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ბენზემა ერთი თვით გამოაკლდა

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა ტრავმის გამო ერთი თვე იუქმებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება. ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებს, რის გამოც მან “მალაგასთან” ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი (1:1) გამოტოვა. მართალია, განვლილ უქმეებზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” (0:1) ის გუნდს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის რეციდივის გამო პირველი ტაიმის მერე შესაცვლელი გახდა. სამედიცინო შემოწმებამ კი ცხადყო, რომ ბენზემას ლაზარეთში დაახლოებით ოთხი კვირის გატარება მოუწევს.

27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117422