ფეხბურთი

12:55 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ორი ფეხბურთელი გამოისყიდა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” ცოტა ხნის წინ იჯარით აყვანილი ორი ფეხბურთელი სრულად გამოისყიდა. კერძოდ, არგენტინელი შემტევი დიეგო პეროტი და ბოსნიელი მცველი ერვინ ძუკანოვიჩი. რომაელებს ზემოხსენებული მოთამაშეების ტრანსფერი ჯამში 11.7 მილიონი ევრო დაუჯდათ. აქედან 9 მილიონი პეროტის, ხოლო დანარჩენი 2.7 ძუკანოვიჩის სანაცვლოდ იქნა გადახდილი.

27 წლის პეროტი “რომამ” “ჯენოადან” გამოისყიდა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა აქამდე “ჯალოროსის” მაისურის მორგება 6 მატჩში მოასწრო და ერთი გოლის გარდა, ორჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა. რაც შეეხება 29 წლის ძუკანოვიჩს, ბოსნიელი დედაქალაქელებს “სამპდორიადან” შეუერთდა. მარცხენა მცველმა 4 თამაში ჩაატარა და საგოლე პასის გარდა, ერთხელ ავტოგოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117554