კალათბურთი

13:05 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და "დალასის" გამარჯვება "მინესოტასთან" (+VIDEO)

„დალას მავერიკსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. 2 დღის წინ „დენვერის“ ოვერტაიმში დამარცხების შემდეგ დღეს, გამთენიისას ტეხასელებმა „მინესოტა“ გაანადგურეს. მასპინძლებმა მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვიტეს და თავის გამოჩენის საშუალებაც განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მიეცა - სათამაშო დროც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 4 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმოდან არც ერთი აუცილებია. ქართველმა ცენტრმა მოგროვებულ 6 ქულას 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, რაც 20-წუთიანი თამაშის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგია.

დალასელებს 29 ქულით ჩანდლერ პერსონსმა ულიდერა. ნოვიცკიმ 17 წუთში 10 ქულა მოაგროვა, ხოლო დევიდ ლის ანგარიშზე 22 წუთში 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. 32 მოგებითა და 28 მარცხით დალასელები „პორტლენდთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციის 6-7 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი კვლავ შინაურ არენაზე, 2 თებერვალს „ორლანდოსთან“ გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115541