ფეხბურთი

18:49 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე სიკვდილს გადაურჩა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. როგორც იტალიური მედია წერს, 24 წლის შემტევი ნეაპოლთან ახლოს საკუთარ ავტომობილს მართავდა, როდესაც თავდამსხმელებმა მანქანის გაჩერება და ძვირფასი ნივთების დათმობა მოსთხოვეს. ინსინესთან ერთად მანქანაში თავისი მეუღლე და კიდევ ორი მეგობარი იმყოფებოდა.

ლორენცომ მომხდარის შესახებ იტალიის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აცნობა. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელებზე მსგავსი თავდასხმა ადრეც განხორციელებულა: ახლო წარსულში ყაჩაღების ობიექტი მარეკ ჰამშიკი და ხუან კამილო ძუნიგა იყვნენ.

საბედნიეროდ, ინისნიე და მისი ოჯახის წევრები მომხდარს უვნებლად გადაურჩნენ და იტალიელი შემტევი უკვე გუნდთან ერთად ფლორენციის “ფიორენტინასთან” გასამართი მატჩჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება.

0.11459