ფეხბურთი

17:12 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ უკრაინელებს გაუტანა

გოგიტა გოგუას "ირტიშმა" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია უკრაინის პრემიერლიგელ "სტალს" და გამარჯვებულთაგან ერთი გოლი გოგუამ გაიტანა. მან პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით გახსნა ანგარიში.

32 წლის გოგიტა "ირტიშში" ახალგადასულია, კერძოდ, გორის "დილადან" წავიდა ყაზახურ გუნდში. სხვათა შორის, "ირტიშის" ძირითადი მეკარე დავით ლორია გახლავთ, რომელიც ყაზახეთის ნაკრებს თბილისშიც ახლდა 11 წლის წინ და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა. შეგახსენებთ, დავით ლორია ყაზახეთში დაბადებულ-გაზრდილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129915