ფეხბურთი

19:11 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩების შედეგად შედგენილი სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. კვირის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა “მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის ფორვარდი მარკუს რეშფორდი, რომელმაც “მიდტიულანდთან” სადებიუტო მატჩში დუბლი მიითვალა. სიმბოლურში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ “დორტმუნდს”, “ტოტენჰემს” და “შახტარს”, ხოლო თითო ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი “სპარტა”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “ანდერლეხტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

კვირის გუნდი:

რომან ბიურკი (“დორტმუნდი”), იაროსლავ რაკიცკი (“შახტარი”), ტობი ალდერვეირელდი (“ტოტენჰემი”), ონჟეი ზაჰუსტელი (“სპარტა”), ლუკა ზუფი (“ბაზელი”), დელე ალი (“ტოტენჰემი”), მარლოსი (“შახტარი”), კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ფრანკ აჩემპონგი (“ანდერლეხტი”), პიერ ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”), მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109055