რაგბი

10:44 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის მსოფლიო თასი განსაკუთრებული იქნება

2019 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალან გილინი დარწმუნებულია, რომ იაპონია ტურნირს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

„იაპონიის რაგბის კავშირის მუშაობა ინგლისისგან განსხვავებულია. მარკეტინგის ნაწილი იქითაა მიმართული, რომ იაპონელმა ერმა ნახოს რამდენად დიდი მოვლენაა მსოფლიო თასი. კავშირის ამოცანაა, რომ იაპონელებმა იამაყონ საკუთარი ქვეყნით და ამ მოვლენის ნაწილად იქცნენ. იმ ადამიანებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისგან უდიდესი სიამოვნება უნდა მიიღონ, შესაძლოა, დღეს არც კი იცოდნენ რაგბის ქომაგები რომ გახდებიან.

მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის ეფექტი ჯერაც იგრძნობა ტოკიოსა და მთელს იაპონიაში. დიდებულია აიუმუ გორომარუს კულტისა და რაგბის განვითარების ხილვა. „სანვულვსი“ ზე რაგბიში ჩაერთვება, იაპონიის ნაკრები კარგ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს და ქვეყანამაც უკვე დაიწყო ზრუნვა ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად“ - ამბობს გილინი.

სტივენ ბრაუნი (2019 წლის მსოფლიო თასის მენეჯერი): „იაპონია ტემპს უსწრებს. ქვეყანამ უკვე დაასახელა ყველა სტადიონი, სადაც თამაშები ჩატარდება. ინგლისელებს ამის ასე სწრაფად გაკეთება არ გამოუვიდათ. ყველაზე რთული ბილეთების რაოდენობის განსაზღვრა აღმოჩნდა, რომლებიც თამაშებზე უნდა გაიყიდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, თუმცა ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად წყვეტს საორგანიზაციო საკითხებს, რაც რეკლამასა და პიარკამპანიას უკავშირდება“.

აკირა შიმაზუ (2019 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი):„იაპონია გაუმკლავდება ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას, თუკი ასეთები წარმოიშობა. გვსურს, რომ ეს მსოფლიო თასი წმინდად იაპონურ სტილში ჩავატაროთ და არ ვახდენთ მის პირდაპირ კოპირებას“.

2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე ჩატარდება და მისი საგზური უკვე დაბევებული აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

წყარო - www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132325