ფეხბურთი

20:54 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი ანრის რეკორდს უახლოვდება

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი მესუტ იოზილი ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდს უახლოვდება. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალის” ექსშემტევს ინგლისის პრემიერლიგაში 17 საგოლე პასი აქვს შესრულებული, რაც ამ საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში მეოთხე მაჩვენებელია.

ამ მხრივ რეკორდი ფრანგ ტიერი ანრის ეკუვთნის; ანრიმ 2002-2003 წლების სეზონში იმავე “არსენალის” შემადგენლობაში თანაგუნდელებს 20-ჯერ გაატანინა. მეორე-მესამე ადგილებს კი ფრენკ ლამპარდი და ჩესკ ფაბრეგასი ინაწილებენ. ზემოთხსენებულ ორივე ნახევარმცველს “ჩელსის” რიგებში ერთ სეზონში 18 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული. ლამპარდმა ეს 2004-2005, ხოლო ფაბრეგასმა 2014-2015 წლების სეზონში შეძლო.

იოზილი კი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს პირველ ადგილზე აინაცვლებს, რადგან სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. 27 წლის მესუტს 17 საგოლე გადაცემასთან ერთად ამ დროისთვის 4 გოლიც აქვს გატანილი და ეს ყველაფერი მან 24 შეხვედრაში მოასწრო.

0.109516