ფეხბურთი

15:44 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

17 წელი: არავინ დონარუმას მსგავსად...

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა “მილანის” თინეიჯერი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა. მართალია, ნიჭიერ კიპერს დიდ მომავალს “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბევრი ვერ წარმოიდგენდა თუ 16 წლის ბავშვი იტალიური ფეხბურთის გრანდის ძირითად შემადგენლობაში ასე უმტკივნეულოდ დაიმკვიდრებდა ადგილს და მასზე ბევრად გამოცდილ კრისტიან აბიატისა და დიეგო ლოპესს შანსს აღარ მისცემდა...

დონარუმას “მილანის” შავ-წითელი მაისურის პირველად მორგება ზუსტად 4 თვის წინ, 25 ოქტომბერს “სასუოლოსთან” მატჩში მოუწია, როცა დიეგო ლოპესი ტრავმირებული გახლდათ, ხოლო სინიშა მიხაილოვიჩმა შანსი დონარუმას მისცა და არა აბიატის. იქედან მოყოლებული “მილანის” კარს 16 წლის ბიჭი დამაჯერებლად იცავს და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ იმ 18 შეხვედრიდან, როცა მან ლომბარდიელთა კარი დაიცვა, “მილანმა” მხოლოდ და მხოლოდ ორი წააგო...

მისი გამოჩენის მერე კულუარებში სახელის, ჯანლუიჯის მაგიურობაზეც საუბრობენ და მის მომავალს უკვე ამთავითვე ადარებენ ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის გზას... არავინ უწყის, პატარა ჯიჯის სახელგანთქმულის დარი კარიერა ელის თუ არა, მაგრამ ფაქტია, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა აქვს შექმნილი. სხვათა შორის, იტალიაში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დონარუმას ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე იახლებს...

დღეს, დონარუმას დაბადების დღეა, მას 17 წელი შეუსრულდა. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერას, თუ სად და როგორ იყვნენ 17 წლის ასაკში ისინი... ამ ყველაფერს ფოტოკოლაჟში იხილავთ.

იუვენტუსი   5 - 0    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   3 - 1    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   4 - 0    ფროზინონე

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   1 - 3    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

ემპოლი   2 - 1    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   0 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

პალერმო   3 - 2    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 2    კარპი

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 4    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.266281