კალათბურთი

11:00 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 7 ქულა და 10 მოხსნა "ოკლაჰომასთან" (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დალასი“ შინ „ოკლაჰომა სანდერთან“ 103:116 დამარცხდა. ამ წაგებით ტეხასური გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 6-დან 7 ადგილამდე დაქვეითდა. დალასელებს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ გადაასწრო, რომელმაც ბოლო 6 შეხვედრა მოიგო.

„ოკლაჰომასთან“ დღევანდელ მატჩში ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითმააშა და მოედანზე მთლიანობაში 24 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ 7 ქულასთან ერთად 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

დალასელთაგან 33 ქულით საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი. „მავერიკსში“ დებიუტი ჰქონდა „ბოსტონიდან“ გადასულ ფორვარდ დევიდ ლის, რომელმაც 15 წუთში 4 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. ოკლაჰომელებს 24-24 ქულით რასელ ვესტბრუკმა და კევინ დიურანტმა ულიდერეს.

მომდევნო მატჩი „დალასი“ 27 თებერვალს, შინ „დენვერთან“ ჩაატარებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109761