ფეხბურთი

21:22 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტიუარტმა “ლივერპულთან” გაახანგრძლივა

“ლივერპულის” ნახევარმცველმა კევინ სტიუარტმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “მერსისაიდელთა” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

22 წლის ინგლისელი ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ფეხბურთელმა სეზონის ნახევარი “სუინდონში” გაატარა და “ლივერპულს” ზამთარში დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში კევინმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105618