ფეხბურთი

15:20 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდიამ “აიაქსის” ახალგაზრდულთან ითამაშა

ბოლო პერიოდში ლუკა ზარანდიაზე ხშირად ვერ ვწერდით, რადგან სიახლე არაფერი ხდებოდა. ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა. ლუკამ გუშინ ითამაშა “გენკის” დუბლებში და საკმაოდ აქტიურადაც: ეს “აიაქსის” ახალგაზრდულთან 2:3 წაგებულ შეხვედრაში.

ზარანდიას ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და ჯერ დუბლებში უწევს გამოსვლა. იმედია, დადგება დრო და ბელგიის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშებს.

ხსენებულ შეხევედრაში კი ამსტერდამელთაგან საუკეთესო იყო ჟივკოვიჩი, რომელიც თბილისშიც იყო ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად – როცა ნოდარ აკობიას 17-წლამდელთა ნაკრებს 1:0 მოუგეს საკვალიფიკაციო ეტაპზე.

0.111704