ფეხბურთი

11:06 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ტურინში 7:0 მოგებას არ ელოდა

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ყველაფერი გერმანიაში გადაწყდება. ესპანელი სპეციალისტი შეგირდებს გარჯას უწონებს, თუმცა არც “იუვენტუსის” სიძლიერეს ივიწყებს.

“მათ სამი საგოლე მომენტიდან ორი გოლი გაიტანეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ მქონდა წარმოდგენა, რომ ტურინში 90 წუთი უპირატესობა გვექნებოდა და მეტოქე კარში ვერ დაგვირტყამდა. საბოლოოდ მნიშვნელობა მხოლოდ შედეგს აქვს.

ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საპასუხო მატჩში გაირკვევა. ეს ამ თამაშამდეც ვიცოდით, რადგან როდესაც ასეთ დიდებულ სტადიონზე გიწევს თამაში, წინასწარვე უნდა შეეგუო, რომ 7:0 ვერ მოიგებ”, - აღნიშნა გვარდიოლამ მატჩისშემდგომ.

0.113327