ფეხბურთი

14:44 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსს ერთი თვე გაუცდება

“ბილბაოსა” და ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ინიაკი უილიამსი ტრავმირებულია.

ინიაკიმ დაზიანება კვირას ბასკურ დერბიში “სოსიედადთან” წაგებული შეხვედრის (0:1) პირველ ნახევრში მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. როგორც გაირკვა, მას მარცხენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ბასკური კლუბის მაისური 28-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118713