ფეხბურთი

17:10 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას საგოლე პასი "ემპოლიში" (+VIDEO)
ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასი იხილეთ 01:55 წუთიდან

იტალიური "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა ქართველმა თავდამსხმელმა რომან ჭანტურიამ. 20 წლის ფორვარდმა "პესკარას" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ აქტიურობით გამოირჩა და და 31-ე წუთზე თანაგუნდელ სამუელე დამიანს საგოლედ უპასა. აღნიშნული შეხვედრა "ემპოლიმ" 2:0 მოიგო.

რომანს პრიმავერას (ახალგაზრდული სერია A) მიმდინარე გათამაშებაში 12 გოლი აქვს გატანილი და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს ბომბარდირთა დავაში რიკარდო ორსოლინთან და ანტონიო ნეგროსთან ერთად. ლიდერი კი, 14 გოლით მიკელე ვოლპეა. ამასთან, ჭანტურიას ანგარიშზე წლეულს 6 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12195