ფეხბურთი

16:41 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” VS “ბაიერნი”: ატკინსონი ინგლისურად დაუსტვენს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის, გამოცდილი ინგლისელი არბიტრი მარინ ატკინსონი განსჯის. აღსანიშნავია, რომ 44 წლის ბრედფორდელ მსაჯს ჩემპიონთა ლიგაზე “იუვესა” და “რეკორდმაისტერის” თამაშები აქამდეც განუსჯია და მათთვის კარგი ფეხიც აქვს.

“ბებერმა ქალბატონმა” ატკინსონის მსაჯობით სამჯერ ითამაშა და აქედან ორ შემთხვევაში მოიგო, ორჯერვე შარშანდელ სეზონში – ჯერ ჯგუფურ ეტაპზე პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” (3:2) და მერე ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” (2:1). 2008-2009 წლების სეზონში კი, სტუმრად ბორისოვის “ბატეს” დაუზავდა – 2:2.

რაც შეეხება “ბაიერნისა” და ატკინსონის ურთიერთობას, 2010 წელს “კლუჟს” მოუგო გერმანულმა გრანდმა, 2012-ში ფრანგულ “ლილს”, ხოლო შარშან პორტუგალიური “პორტუ” გაანადგურა.

0.116568