კალათბურთი

16:11 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი დევისმა ონილის, მელოუნის და ვებერის მიღწევა გაიმეორა (+VIDEO)

“ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა “დეტროიტთან” (111:106) მოგებულ შეხვედრაში საოცარი შედეგი დააფიქსირა. მან გუნდს 59 ქულა, 20 მოხსნა, 4 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა (VIDEO).

1980 წლის შემდეგ დევისი გახდა ნბა-ს ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი, ვინც ორმაგი დუბლი მინიმუმ 50 ქულით და 20 მოხსნით შეასრულა. აქამდე მსგავსი შედეგი სამ კალათბურთელს უჩვენებია: კრის ვებერი (2001 წელი - 51 ქულა, 26 მოხსნა), შაკილ ონილი (2000 – 61 ქულა, 23 მოხსნა), მოზეს მელოუნი (1982 - 53 ქულა, 22 მოხსნა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131721