ფეხბურთი

12:59 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკაზე წილი ნაყარია

სამხრეთ ამერიკის თასის 2016 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 16 ნაკრები 4 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ჯგუფები შემდეგნაირია:

A ჯგუფი: აშშ, კოლუმბია, კოსტა რიკა, პარაგვაი

B ჯგუფი: ბრაზილია, ეკვადორი, ჰაიტი, პერუ

C ჯგუფი: მექსიკა, ურუგვაი, იამაიკა, ვენესუელა

D ჯგუფი: არგენტინა, ჩილე, პანამა, ბოლივია

აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკაზე აქამდე 12 გუნდი მონაწილეობდა, მაგრამ ამჯერად კონტიგენტი გაიზარდა და 16 გუნდიანი გახდა. 10 ნაკრები სამხრეთამერიკულია, დანარჩენი 6 კი კონკაკაფის ზონას წარმოადგეს.

კოპა ამერიკის დამდეგ ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს და იგი 3 ივნისიდან 26 ივნისამდე გასტანს.

0.126723