ფეხბურთი

17:30 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ირტიშმა" გოგუა წარადგინა

ყაზახეთის "ირტიშმა" გოგიტა გოგუა წარადგინა. 32 წლის გოგუა ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი არაერთი კლუბი გამოუცვლია. მეტწილად რუსეთის გუნდებში იყო და ყველაზე კარგად ნალჩიკის "სპარტაკსა" და "ვოლგაში" გამოიჩინა თავი.

გოგიტას ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია. ბოლოს ნაკრებში 2011 წლის 26 მარტს ითამაშა: ხორვატიასთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში. მეორე დღეს იყო კონფლიქტი ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასთან და მას შემდეგ გოგუას ნაკრებში აღარ უთამაშია.

პავლოდარის "ირტიშს" რაც შეეხება, გასულ სეზონში ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა. ახალი სეზონი 12 მარტს იწყება.

0.114223