ფეხბურთი

22:02 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ნაპოლი” იტალიური “ლესტერია”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ნაპოლის” შესახებ თავისი ხედვა წარმოადგინა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მაურიციო სარი გუნდი “ლესტერს” შეადარა.

“იუვენტუსმა” გასაოცარი გაქცევა მოაწყო და ჩემპიონატს ლიდერობს, მაგრამ “ნაპოლიც” კარგად თამაშობს და შეგვიძლია იტალიური “ლესტერი” ვუწოდოთ. მაურიციო სარის გუნდს სკუდეტოს ვუსურვებ. “ინტერი”? მათთვის ტოპ სამ გუნდში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა საკმარისი იქნება.” – განუცხადა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.

“ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსს” ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს. “ლესტერი” კი პრემიერლიგას 53 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “არსენალს” 2 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110858