ფეხბურთი

16:00 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი “რომას” პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

“რომას” თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის ახალ მწვრთნელთან ლუჩიანო სპალეტისთან ურთიერთობა ვერ ააწყო. იტალიელმა Rai Sport-ს განუცხადა, რომ უკვე კარგ ფორმაშია და მოედანზე გასვლა უნდა.

“ვფიქრობ, ჯერ კიდევ კარგ ფორმაში ვარ, მინდა თამაში და მოედანზე გასვლა. ტრავმა დასრულდა და ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ მაქვს. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია “რომაში” დავრჩე ასეთ სიტუაციაში. გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ასაკში ფეხბურთელებს ნაკლები პრაქტიკა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, კლუბისთვის გაწეული სამსახურის გამო, უფრო მეტს ვიმსახურებ.

როგორი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან? მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის, სულ ესაა. სპალეტი მედიას ჩემზე ბევრ კარგ რამეს ეუბნება, მაგრამ როცა ვხვდები, იგივეს ჩემთან არ აკეთებს. ჩემი კონტრაქტის ვადა ივნისში იწურება. დავუცდი კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და შევეცდები აღნიშნულ სიტუაციაზე გავლენა მოვახდინო.” - განაცხადა ტოტიმ.

მიმდინარე სეზონში ტოტიმ ყველა 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108632