ფეხბურთი

22:42 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა მძიმე ტრავმას გადაურჩა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა მუხლის სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

“მიდტიულანდთან” მატჩამდე ესპანეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა გახურების დროს მუხლის ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ლუის ვან გაალმა კარის დაცვა სერხიო რომეროს დაავალა. საბოლოოდ, არგენტინელი ორი გოლის გაშვების მიუხედავად, გულშემატკივრებმა ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

როგორც “წითელი ეშმაკების” ექიმებმა რენდგენის გადაღების შემდეგ გაარკვიეს, დე ხეას სერიოზული არაფერი სჭირს და მისი დაბრუნება მომავალი კვირის ბოლოსკენ იგეგმება.

ჯერჯერობით დავიდის თამაში “შრიუსბერისთან” გასამართ ასოციაციის თასის1/16-ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მატჩი 22 თებერვალს , თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 30 გოლი და 13 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.113369