ფეხბურთი

18:51 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი კარიერის დასრულებას გეგმავს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და “რომას” ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს. ინფორმაციას fichajes.net-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 39 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა უთამაშებლობის გამო მიიღოს. ტოტი მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და მოედანზეც საშუალოდ 36 წუთს ატარებს.

“რომას” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტოტის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115772