ფეხბურთი

17:00 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე ერთ კვირაში სრული დატვირთვით ივარჯიშებს

სანდრო კობახიძე დაახლოებით ერთ კვირაში შეუდგება სრული დატვირთვით ვარჯიშს. როგორც უკვე ვწერდით, მას მხარი ჰქონდა ამოვარდნილი და თბილისში მკურნალობდა ეროვნული ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან.

29 წლის ქართველმა შემტევმა გვითხრა, რომ წელზე სპეციალური სახვევი მოიხსნა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის, ვარჯიში მცირე დოზით დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში უკვე დატვირთვებით ივაჯიშებს. სანდრომ მადლობა გადაუხადა ვარძუკაშვილს.

როგორც იცით, კობახიძე "დნიპროდან" ლუცკის "ვოლინში" იყო განათხოვრებული, მაგრამ იანვარში "დნიპროში" დაიწყო ვარჯიში და შესაძლოა, იჯარით აღარ გაუშვან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140144