რაგბი

15:28 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პილარ რუბიოს ესპანური „ჰაკა“ (+VIDEO)

ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებს 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა ელის ესპანეთთან, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა და 4-წლიან ციკლში მიზნად 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა დაისახა.

„ლომებმა“ შემადგენლობაში ნატურალიზირებული მორაგბეების მიწვევით, სათამაშო დონე აამაღლეს და შედეგად, პირველ ორ ტურში რუსეთი სოჭში (20:22) და რუმინეთი მადრიდში (18:21), მათთან მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩნენ. როგორც ჩანს, ესპანეთში რაგბის პოპულარობა მართლაც იზრდება და ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, მოდელმა და მსახიობმა პილარ რუბიომ, მორაგბეებთან ერთად პირდაპირ ეთერში „ჰაკა“ შეასრულა.

წყარო - www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131949