თამაშგარე

12:45 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვალერიას გული "ბარსელონაზე" შეუვარდა

სამი რამაა ამქვეყნად ყველაზე ადვილი: ბლის ჭამა, დამარცხებული პოლიტიკური პარტიის გინება და კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივრობა. რთული სათქმელია პირველ ორთან როგორი შეხება აქვს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ კოლუმბიელ მოდელს, ვალერია გუტიერესს კატალონიური კლუბის გულშემატკივრობა მართლაც რომ ნამეტანავად ეადვილება.

შემაშფოთებლად ლამაზი ტან-ფეხისა და მკერდის პატრონი, ქალბატონი ვალერია დამდგარა და იძახის - კი ბატონო კოლუმბიელი ვარ, ჩემი ქვეყანაც მიყვარს და მთელი ამბები, მაგრამ იმაზე საამო არაფერია, შენი გუნდი ყველგან და ყოველთვის რომ იგებს და ამიტომაც "ბარსელონას" ფანობა ვარჩიეო.

ვის რა მოეწონება და რატომ მოეწონება, მოდით ამის გარჩევას ნუ დავიწყებთ, მაგრამ მაინც ვერ მოვითმენთ იმის უთქმელად, რომ ვალერიასთანა ყველა ლამაზმანმა თუკი კატალინიას მიაშურა, სხვა კლუბებს რა ვირის თავ-ფეხიი? ეგრე სადაა? მონოპოლიაა?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157043