ფეხბურთი

15:30 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” ლიგამდე მე-16 თამაშის მოგებას აპირებს

იტალიის სერია A-ს XXVI ტური დღეს გვიან ღამით დაიწყება. ბოლონიაში, ადგილობრივი გუნდი დიდებულ ფორმაში მყოფ და ერთპიროვნულ ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი ორშაბათს გაიმართება: “ნაპოლი” – “მილანის” წინააღმდეგ.

წინა ტურში “იუვენტუსმა” “ნაპოლის” მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს უკვე ზედიზედ 15 მატჩი მაქვს მოგებული და მილანის “ინტერის” რეკორდს უახლოვდება, მაგრამ წესით, ტურინულ გრანდს “რენატო დალ არაზე” უნდა გაუჭირდეს. რატომ? – ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ “იუვეს” ოთხ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ურთულესი თამაში ელოდება და მთელი ყურადღება ამ მატჩისკენ უნდა ჰქონდეს მიმართული. ამასთან, ალეგრის გუნდში ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა. ბოლო ხანებში დღე არ გავა ისე, “იუვეს” ლაზარეთს ახალი მოთამაშე რომ არ შეემატოს. ბოლო ვინც დაზიანება მიიღო ბრაზილიელი მცველი ალექს სანდრო გახლავთ. თანაც, არც “ბოლონიაა” ცუდ ფორმაში. მას შემდგომ რაც “როსობლუ” რობერტო დონადონიმ ჩაიბარა, ეს გუნდი ფერზე მოვიდა და გამარჯვებების მოპოვება არ უჭირს. და მაინც, “იუვე” ფავორიტია. მიუხედავად ზემოხსენებული ტრავმებისა და სალიგო მატჩისა, დღეს ალეგრი მის ხელთ არსებულ საუკეთესო შემადგენლობას უპირებს დაყენებას. გამონაკლისი პაულო დიბალა და სამი ხედირაა, რომლებიც დაისვენებენ.

ტურის დასკვნით მატჩში “ნაპოლი” “მილანს” უპასპინძლებს. ერთი კვირის წინ მაურიციო სარის გუნდმა ტურინში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით წააგო, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. იგივე სცენარით წარიმართა ნეაპოლელთა გუშინდელი მატჩი ევროპა ლიგაზე, სადაც “ვილიარეალმა” შეხვედრის დასასრულს გატანილი გოლით სძლია. ერთი სიტყვით, ბოლო ორი მატჩია ნეაპოლიტანელები აგებენ. თანაც ისე, რომ გოლი ვერ გააქვთ. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, “მილანთან” დაგეშილი “ნაპოლის” ხილვა. რაც შეეხება “როსონერის”, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი მოფერიანდა და ბოლო 8 თამაშია არ წაუგია. ლომბარდიელები ჯერ ისევ მე-6 პოზიციას ამაგრებენ, მაგრამ ამასობაში ხუთეული ერთ ნაბიჯშია, ხოლო უტოპიად აღარც ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევა მოსჩანს. ყოველ შემთხვევაში “მილანმა” თამაშის ხარისხიც გამოასწორა და შედეგებიც და ვნახოთ, როდემდე შეინარჩუნებენ დღევანდელ ფორმას.

მილანის მეორე გრანდი “ინტერი” კი, პირიქით შავ დღეშია. უკვე საუბრობენ რობერტო მანჩინის შესაძლო გათავისუფლებაზე. ეს გასაკვირი არაა: “ნერაძური” ერთ დროს ჩემპიონობას ეშურებოდა, ახლა კი იმდენი ქნა, რომ მეხუთე ადგილიც კი, შესაძლოა, სანატრელი გაუხდეს. სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, გენუის “სამპდორიასთან” ხვალინდელ მატჩს “ინტერნაციონალეს” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც დაესწრება და ვინ უწყის, რატომ... “ინტერს” მეტოქე ისეთი ჰყავს, ახლა ძალიან ცუდ ფორმაში რომ გახლავთ. “სამპდორიას” მოგების გემო დავიწყებული აქვს და ვინჩენცო მონტელას ბედიც ბეწვზე კიდია. შესაბამისად, უკან დასახევი გზა ორივე გუნდს მოჭრილი აქვს და ვინძლო, ეს თამაში მათი ბოლო იმედიც აღმოჩნდეს...

ლუჩანო სპალეტის ხელში გარდაქმნილი “რომა” შინ სიცილიურ “პალერმოს” ეთამაშება. “ჯალოროსი” შუა კვირაში მადრიდის “რეალს” მედგრად დაუხვდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ აღმოაჩნდა და კლასმა თავისი გაიტანა. ახლა რომაული გუნდის ერთადერთი საზრუნავი იტალიის ჩემპიონატია. “მგლები” მეოთხე ადგილზე არიან და მესამე პოზიციაზე გადასვლის კარგი შანსიც გააჩნიათ. “პალერმო” კი მისთვის ტრადიციულად არასტაბილურობით გამოირჩევა. ჰო, ერთიც: კუნძულელებმა მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეოთხედ იცვალეს. ამჯერად “რიზანეროს” ძველი ნაცნობი, ჯუზეპე იაკინი გაწვრთნის...

“ბოლონია” – “იუვენტუსი”

ბოლონია, “დალ არა”

19 თებერვალი, 23:45 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაე, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დონსა, დიავარა, ტაიდერი; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, ბარძალი, ევრა; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; ძაძა, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ვერონა” – “კიევო”

ვერონა, “ბენტეგოდი”

20 თებერვალი, 21:00 საათი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, მორასი, ჰელანდერი, ალბერტაცი; ვსჟოლეკი, მარონე, იონიტა, რებიჩი; ტონი, პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, პინცი; ბირსა; ინგლეზე, მპოკუ

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: მარკო გუიდა

“ინტერი” – “სამპდორია”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

20 თებერვალი, 23:45 საათი

“ინტერი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბიაბიანი, ფელიპე მელო, ბროჟოვიჩი, პერიშიჩი; ედერი, იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“სამპდორია” (3-4-1-2): ვივიანო; კასანი, რანოკია, სილვესტრე, დე სილვესტრე; სორიანო, ფერნანდო, დოდო; კორეა; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: დავიდე მასა

“ატალანტა” – “ფიორენტინა”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

21 თებერვალი, 18:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, ტოლოი, პალეტა, დრამე; ჩიგარინი, დე რუნი, კურტიჩი; დიამანტი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ტინო კოსტა, პასკუალი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ჯენოა” – “უდინეზე”

გენუა, “მარასი”

21 თებერვალი, 18:00 საათი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; ლაქსალტი, რინკონი, დზემაილი, გაბრიელ სილვა; სუსო, მატავცი, ჩერჩი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფილიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, ჰალფრედსონი, ედენილსონი; ტერო, ძაპატა

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“სასუოლო” – “ემპოლი”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

21 თებერვალი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, არიაუდო, ბიტანტე; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ტორინო” – “კარპი”

ტურინი, “ოლიმპიკო”

21 თებერვალი, 18:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, ვივესი, ბაზელი, აველარი; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკილ ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; საბელი, ბიანკო, კოფიე, დი გაუდიო; ლოლო, მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ფროზინონე” – “ლაციო”

ფროზინონე, “მატუზა”

21 თებერვალი, 21:00 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; გორი, სამარკო, ფრარა; ტონევი, დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; კონკო, მაურისიო, ჰოედტი, ლულიჩი; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; კანდრევა, ჯორჯევიჩი, კეიტა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: კარმინე რუსო

“რომა” – “პალერმო”

რომი, “ოლიმპიკო”

21 თებერვალი, 23:45 საათი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პალერმო” (3-5-1-1): ალასტრა; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი, ლაზაარი; ვასკესი; ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ნაპოლი” – “მილანი”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

22 თებერვალი, 23:55 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია ა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107802