ფეხბურთი

18:01 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი “ბაიერნთან” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი მცველი ჯორჯო კიელინი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაუბრუნდეს. როგორც ავტორიტეტული გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, 32 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს და დიდი შანსია, 23 თებერვალს, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

მოგეხსენებათ, ჯორჯო ლაზარეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფება და მისი თამაში გერმანულ გრანდთან თითქმის გამორიცხულიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელის ტრავმა ნავარაუდევზე მალე განიკურნა.

კიელინის გარდა, “იუვეს” უკვე დაუბრუნდა კიდევ ერთი მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. სამაგიეროდ, მარტინ კასერესთან ერთად დაშავებულია ბრაზილიელი განაპირა მცველი ალექს სანდრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115311