ფეხბურთი

19:02 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” ტრავმები დაეჩვია: ალექს სანდრო და კუადრადო ლაზარეთში

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსში” ტრავმების ეპიდემიაა. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, “ბებერ ქალბატონს” გუშინდელ ვარჯიშზე ერთბაშად ორი ფეხბურთელი, მცველი ალექს სანდრო და ნახევარმცველი ხუან კუადრადო დაუშავდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს, სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და დადგინდება მისი დაზიანების სიმძიმე. თუმცა, ცნობილია, რომ ალექს სანდროცა და კუადრადოც პარასკევს, იტალიის ჩემპიონატს მატჩს “ბოლონიასთან”გამოტოვებენ. ტურინელთა ბანაკში იმედოვნებენ, რომ ხსენებულ ფეხბურთელთა ტრავმები სერიოზული არ გამოდგება და ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” თამაშს შეძლებენ.

ამასობაში, გარდა ტრავმების, “იუვეს” ბანაკში კარგი ამბავიცაა: “ნაპოლისთან” დაშავებულმა ლეონარდო ბონუჩიმ ვარჯიში განაახლა და 23 თებერვალს მოედანზე გასვლას შეძლებს.

ისე კი, შეგახსენებთ, “იუვენტუსის” ლაზარეთში მარტინ კასერესი, ჯორჯო კიელინი, კვადვო ასამოა და მარიო მანჯუკიჩი იმყოფებიან. თუმცა, გამოსარჩევია, რომ უკანასკნელი ორი მათგანის გამოჯანმრთელებას “ბაიერნთან” მატჩისთვის ვარაუდობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114417