ფეხბურთი

0:31 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იურაი იარაბეკი: “დინამოს დიდი პოტენციალი აქვს”

თბილისის “დინამოს” თურქული შეკრება დასრულდა. ქართული გუნდი ბელეკში 30 იანვრიდან იმყოფებოდა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადებოდა.

შეკრებაზე თბილისელებმა 5 სპარინგ-მატჩიც გამართეს და აქედან ოთხი გამარჯვებით დაასრულეს, ბოლოს კი ფრედ ითამაშეს. შესაბამისად – 1:0 “სპლიტთან”, 2:0 – “ბატესთან”, 2:1 – “ვოივოდინასთან”, 5:2 – “სლოვანთან” და 3:3 – “კარპატთან”.

შეკრების ბოლოს, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა თბილისელთა ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა. სლოვაკმა სპეციალისტმა გასული 2 კვირა შეაჯამა და მიზნებზეც ისაუბრა.

პირველი შთაბეჭდილება გუნდზე

სულ ორიოდე კვირაა, რაც ერთად ვართ შეკრებაზე. პირველი, რაც “დინამოზე” შემიძლია ვთქვა, ის გახლავთ, რომ ეს კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია. გუნდში მაღალ დონეზეა დისციპლინა. მე აქამდეც აღვნიშნე, რომ “დინამოს” დიდი პოტენციალი აქვს. შეკრებაზე გავიცანი ბიჭები არა – მხოლოდ სათამაშო, არამედ პიროვნული მხრიდანაც. ვნახე, როგორ ვარჯიშობენ, როგორი ხასიათი აქვთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს “სტაფს” და გუნდის უფროსს, ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან დამყარებული კარგი კომუნიკაციისთვის.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

“დინამო” მაღალტექნიკური გუნდია. ტაქტიკური თამაშის მხრივაც არ შემხვედრია პრობლემა. 4-4-2 იქნება თუ 4-4-1-1, ფეხბურთელებს კარგად აქვთ ათვისებული ეს წყობა და ნათლად ესმით ამოცანა. ვითხოვ უფრო სწრაფ თამაშს და პრესინგს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები კარგად ავსებენ ერთმანეთს. ყველა პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა. რამდენიმე სპარინგ შეხვედრის რიგ ეპიზოდებში და გარკვეულ ფაზებში ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს. საჭიროა პირველიდან ბოლო წუთამდე მთლიანი მობილიზირება და ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ.

მოსამზადებელი ეტაპი და შეკრება

შეკრებაზე მშვენიერი პირობები დაგვხვდა. სასტუმრო, მოედნები, აღდგენა, კვება და სპარინგები. რაც გვჭირდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. აღვნიშნავ, რომ გუნდში მთელი “სტაფი”, განურჩევლად მოვალეობისა, პროფესიონალურად და ევროპულ დონეზე მუშაობს. აქვე დავამატებდი, რომ საწვრთნელი ბაზით, მოედნებით, აკადემიით, სტადიონით და საერთოდ ინფრასტრუქტურით, “დინამო თბილისი” მაღალი დონის ევროპული კლუბია.

სპარინგებზე

ხუთი საკმაოდ საინტერესო თამაში ჩავატარეთ. “სპლიტი”, “ბატე”, “ვოივოდინა”, “სლოვანი”, “კარპატი”... ყველა მეტოქე ევროპული, საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათ დახასიათებას ცალკე აღარ შეუდგები. რეზულტატების გარდა, ჩვენ საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვითამაშეთ კომბინაციური ფეხბურთი, დაცვისა და თავდასხმის ხაზის მონაცველობის საკმაოდ კარგი რიტმით და ამაზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე ყველა ფეხბურთელი ვნახე საქმეში. კონკურენცია მაღალია და ეს ავტომატურად უზრუნველყოფს მათ პროგრესს.

გუნდის გაძლიერება

მე გუნდში თავიდანვე ვთქვი, რომ თუ ლეგიონერით გავძლიერდებით, ის აუცილებლად უნდა სჯობდეს ადგილობრივ მოთამაშეს. ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელები გვყავს და შესაბამისად, თუ ლეგიონერს მოვიყვანთ, იგი აუცილებლად მაღალი დონის უნდა იყოს. დრო გვიჩვენებს, რომელი პოზიცია უფრო მეტად საჭიროებს გაძლიერებას.

“დინამოს” მიზნები

მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. აი, შემდეგ კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოვხვდეთ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვთვლი, რომ ჩემს გუნდს ამის პოტენციალი აქვს.

www.fcdinamo.ge-ს ფოტო

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.2501