ფეხბურთი

20:30 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა მიზანი დაისახა – ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა “სანდერლენდთან” განცდილი (1:2) მარცხის შემდეგ შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მისი გუნდისთვის უკვე რთული გახდა და ოპტიმალური ვარიანტი ევროპა ლიგის მოგებაა.

“ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან მეოთხე ადგილს 6 ქულით ჩამოვრჩებით. ამ შეხვედრაში გამარჯვება გვჭირდებოდა, თუმცა რაც მოხდა ჩვენი ბრალია. “სანდერლენდი” აგრესიულად თამაშობდა და ვერ შევძელით ბურთის კონტროლი. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ევროპა ლიგის მოგებაა, თუმცა ესეც რთული იქნება.” – განუცხადა BT Sport-ს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

“მანჩესტერი” უეფას ევროპა ლიგის 1/16-ფინალში დანიურ “მიდტიულანდს” დაუპირისპირდება. აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120013