თამაშგარე

10:38 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სინტიას ფიქრნი რონალდუზე

ფიქრნი თავისუფლებისა, არს ფიქრი მართალი, რამეთუ თავისუფლება არს მსახური სიმართლისა. სიმართლე კი ის არს, რომ ასული შვენიერ და ტანაშოლტილი, ასული ლამაზი და გულთამპყრობელი, ასული შვილი კოლუმბიისა – სინტია კოლორადო, ტრფიალ არს ფეხბურთისა და ნაკრებისა სამშობლოსა მისისა.

თუმცა, გარნა ოდეს სამშობლოთი და ეროვნებით განიზომების სინტიას ტრფიალება ფეხბურთისა?! ქალსა ესე შვენიერს, ტრფიალებითა დიდითა უყვარს შვილი პორტუგალიისა და ვარკვლავი სრულიად ფეხბურთისა, კრიშიანუ რონალდუ, რომელთან თანაყოფასა და გადაჯვარედინებასა სინტია ესე ისახავს ოცნებად თვისსა.

ხოლო ბრგე რონალდუმან უკეთუ გაიგო ამბავი ესე სინტიას ტრფიალებისა, წინაშე მოკალმეთა, სიხარულითა დიდითა რქუა, რომ იგი გინა დღისით და გინა ღამესა, მზად არს აათამაშოს მკერდი სინტიაისი და მას ისევე მოექცეს, ვითარცა ნოდარ ხადური ლარს და ვითარცა პუტინი დემოკრაციას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096756