ფეხბურთი

23:23 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნთან" ჩამორჩენა შეამცირა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის მეორე სათამაშო დღეს დორტმუნდის “ბორუსიამ” მოიგო და ლიდერ “ბაიერნთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა მიუნხენელებს მარაგში ერთი თამაში აქვთ, რომელსაც კვირას ჩაატარებენ. წარმატებით იასპარეზა ლევერკუზენის “ბაიერმაც” და როგორც იქნა სამეულში შეაბიჯა, რადგან აქამდე მესამე ადგილოსანმა ბერლინის “ჰერტამ” ქულები დაკარგა.

ტომას ტუხელის “დორტმუნდს” კი ღრმა აუტსაიდერ “ჰანოვერის” ძლევა გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბორუსია” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, არავინ იცის მოიგებდა თუ არა აღნიშნულ მატჩს, რომ არა გენრიხ მხითარიანის ინდივიდუალური ოსტატობა. დიახ, სწორედ სომეხი შემტევის დამსახურებით გავიდა შეხვედრის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე – მხითარიანმა ბურთი საჯარიმოს გრეთ მოიხელთა, ოდნავ გვერდზე გაიწია და ბევრი არ უფიქრია ისე გადაგზავნა სტუმართა კარში. ეს გამარჯვების გოლი აღმოჩნდა – 1:0.

ლევერკუზენის “ბაიერმა” დებიუტანტ “დარმშტადტთან” პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ შინ მაინც სამი ქულით დაბრუნდა. ვაგნერის გოლით მასპინძლები 28-ე წუთზე დაწინაურდნენ და მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთიც წინ იყვნენ, მაგრამ მერე საქმეში მათი კაპიტანი სულუ ჩაერია და წონასწორობაც აღდგა. გამარჯვება კი “ლევერს” ბრანდტის გოლმა მოუტანა, რითაც “ბაიერი” “ჰერტას” გაუტოლდა და პირველად სეზონში სამეულში შეაღწია.

“ჰერტამ” კი, თავის მხრივ მეოთხე მოუგებელი თამაში ჩაატარა. თუმცა, თუ წინა სამ ჯერზე დედაქალაქელები ქულის მოპოვებას მაინც ახერხებდნენ, მაგრამ ამჯერზე ასე არ მოხდა. პალ დარდაის გუნდი “შტუტგარტთან” გასვლაზე უშანსოდ, 0:2 დაამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “შვაბებმა” მიჯრით მეხუთე თამაში მოიგეს და ერთ დროს გასავარდნად განწირული გუნდი უკვე ათეულშია. “ჰერტას” კი მეორე წრეში მოგება არ აქვს...

მიმდინარე წელს ნანატრი გამარჯვება მოიპოვა მაბიციურმა “ვოლფსბურგმა”. “მგლებმა” ჩემპიონთა ლიგის წინ ძალები დებიუტანტ “ინგოლშტადტთან” მოსინჯეს და ყველაფერი საწყის 45 წუთში გადაწყვიტეს, დრაქსლერისა და კნოხეს გოლებით. სხვათა შორის, “ვოლფსბურგმა” ოთხმატჩიანი მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა.

ბუნდესლიგიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. ყოველშემთხვევაში “ჰოფენჰაიმმა” ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და თანაც კონკურენტ “ვერდერთან” ქულა სტუმრად მოიპოვა.

“დარმშტადტი” – “ლევერკუზენი” 1:2 (1:0) (მიმოხილვა)

დარმშტადტი, “მერკ-შტადიონი”

მაყურებელი: 16 000

“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატიენია; იუნგვირტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ჰელერი, ნიმეიერი, გონდორფი (პლატე 80), კემპე (რაუში 87); როზენტალი (ვრანჩიჩი 69); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (პაპადოპულოსი 80), ფრეი (ჩალჰანოღლუ 57), კამპლი, მეჰმედი; ბრანდტი (რამალიო 80), კისლინგი

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 1:1 სულუ (57, ა.გ), 1:2 ბრანდტი (77)

გაფრთხილება: გონდორფი (37), როზენტალი (69), სულუ (84), ჰელერი (85), ნიემეიერი (88), რაუში (90) – ვენდელი (23), რამალიო (90), ჩალჰანოღლუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დრეესი

“დორმტუნდი” – “ჰანოვერი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

დორმტუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, გინტერი (ვეიგლი 75), კასტრო (პულისიჩი 64); მხითარიანი (დურმი 75), როისი, კაგავა

მწვრთნელი: ტუხელი

“ჰანოვერი” (4-3-3): ცილერი; საკაი, მილოსევიჩი, გულსელამი, ალბორნოზი; სანე, ჰოფმანი, პრიბი (სენტ-მაქსიმი 72); კარამანი, სობიეხი, ბეხი

მწვრთნელი: შააფი

გოლი: 1:0 მხითარიანი (57)

გაფრთხილება: კაგავა (69) – პრიბი (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 4 (1) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: პერლი

“შტუტგარტი” – “ჰერტა” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

მაყურებელი: 45 465

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ინსუა; სერეი დიე (კლეინი 86); რუპი, მაქსიმი (ჰარნიკი 79), გენტნერი, კოსტიჩი; ვერნერი (კრავეტსი 72)

მწვრთნელი: კრამნი

“ჰერტა” (4-4-1-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; ჰარაგუჩი, სკიელებრგი, ლუსტენბერგერი (შიბერი 60), სიგერსი (ბან დერ ბერგი 72); დარიდა; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

გოლები: 1:0 სერეი დიე (51), 2:0 კოსტიჩი (84)

გაფრთხილება: ინსუა (34), მაქსიმი (72), გროსკროიცი (78) – სკიელბერგი (61), ბრუკსი (62), ჰარაგუჩი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:7

მსაჯი: დინგერტი

“ვერდერი” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 38 454

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვაცი (ოზტუნალი 46), ჯილობოჯი, გარსია; ვესტერგაარდი; პიზარო, ფრიტცი, გრილიტში, ბარტლესი (იუნუზოვიჩი 73); უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ჰოფენჰაიმი” (4-3-1-2): ბაუმანი; სტრობლი, შარი, სულე, ბიჩაკჩიჩი; ვოლანდი, რუდი (ჰამადი 66), ოხსი (შმიდი 73); ამირი (პოლანსკი 82); კრამარიჩი, ვარგასი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

გოლები: 0:1 კრამარიჩი (10), 1:1 ჯილობოჯი (13)

გაფრთხილება: გარსია (56) – ვოლანდი (45), კრამარიჩი (49, 77), შმიდი (73), ვარგასი (90)

გაძევება: კრამარიჩი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 11 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ბრანდი

“ვოლფსბურგი” – “ინგოლშტადტი” 2:0 (2:0) (მიმოხილვა)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 26 844

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; იუნგი, ნალდო, კნოხე, შაფერი; ტრეში, ლუის გუსტავო; ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური; კრუსე

მწვრთნელი: ჰეკინგი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კრისტიანსენი; ჰარტმანი, ლეზჩანო, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 დრაქსლერი (29), 2:0 კნოხე (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 11 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: იტრიხი

“კიოლნი” – “აინტრახტი” 3:1 (1:1)

კიოლნი, “რეინერჯშტადიონი”

მაყურებელი: 45 000

“კიოლნი” (3-4-2-1): ჰორნი; მაროჰი, მავრაჯი, ჰეინტცი; რისე, გერჰარტი, ჰექტორი, მლადენოვიჩი (ვოგტი 77); ბიტენკურტი (სორენსენი 83), ცოლერი (ლემანი 13); მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; რეგასელი, რუსი, აბრაჰამი, ოცზიპკა; ჰასებე (სეფეროვიჩი 60), სტენდერა; აიგნერი, ფაბიანი (ბენ ჰატირა 73), ჰუსჟტი; მეიერი

მწვრთნელი: ვეჰი

გოლები: 0:1 მეიერი (25), 1:1 გერჰარტი (29), 2:1 ჰეინტცი (57), 3:1 მოდესტე (72)

გაფრთხილება: რისე (54), მოდესტე (66) - ფაბიანი (19), რეგასელი (50), ჰასებე (52), რუსი (66), სტენდერა (66), ოცზიპკა (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 13 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ცვაიერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.355689