ფეხბურთი

0:05 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის “ბაიერნში” “რეალის” ორი ფეხბურთელის წაყვანა სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის გერმანულ გრანდში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების ქარიმ ბენზემასა და ხამეს როდრიგესის გადაყვანა სურს. ინფორმაციას sport.es-ი ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, “რეალი” მზადაა კოლუმბიელთან კონტრაქტი გაწყვიტოს, ანჩელოტი კი მზადაა ფეხბურთელები კლუბის გამოცვლაში დაარწმუნოს. იტალიელ სპეციალისტს ფრანგი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად სურს. პოლონელით “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ქარიმმა 23 მატჩში 23 გოლი გაიტანა, ხოლო სამხრეთამერიკელი შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112041