თამაშგარე

10:53 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემილის ამძუვნებული "ეშმაკები" დასტრიალებენ

ბრიტანელი მომღერალი ემილი ვაიდმანი ჯერ კიდევ პატარა გოგოდ ითვლება, მაგრამ დიდი გაქანებითა და სექსმოყვარეობით გამორჩეული ვინმეა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ამ ასულს ირგვლივ მამაკაცები ისე დასტრიალებენ, როგორც ნოდარ ხადური თხის მწვადს და ერთი სული აქვთ, როდის მოუწყობენ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნას.

ბრიტანეთში ხმა დაირხა, "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი, ემილი ვაიდმანს მესიჯს-მესიჯზე სწერს და ხშირად ურეკავს. მათი მოთხოვნები იდენტურია - ყველა ფეხბურთელს ემილისთან ერთად ცოდვის მორევში უნდა ფეხის ჩადგმა და ეს ისეთი ცოდვაა, რომელსაც ნაკურთხი "აიფონიც" კი ვერ გაანეიტრალებს.

თანამემულე ბულვარული პრესის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, ემილი ვაიდმანი მხოლოდ გაკვრით, ირონიითა და ირიბად საუბრობს მასთან სექსის სურვილით შეპყრობილი ფეხბურთელების შესახებ. თუმცა, ადასტურებს, რომ "წითელ ეშმაკებიდან" ბევრს უნდა მისი აკენწვლა, მერე მკერდზე მიღება, დამუშავება და პარტნიორისათვის გადაწოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089106