ფეხბურთი

19:56 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის ლიდერი ლიონელ მესი თირკმელზე ჩატარებული მცირე ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა.

“ბლაუგრანას” ექიმის პროგნოზით, არგენტინელი შემტევი შესაძლოა “სელტასთან” მატჩისთვის სათამაშოდ მზად იყოს. შეხვედრა 14 თებერვალს “ნოუ კამპზე” თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მესიმ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11241