ფეხბურთი

1:11 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ კილასონია: “მომენტებს ვქმნით, მათი რეალიზება გვიჭირს”

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” დაგეგმილი ხუთი ტესტ-მატჩიდან სამი უკვე გამართა და გოლი ჯერაც არ გაუტანია. პირველ შეხვედრაში, ბოლნისელებმა ყაზახურ “ოკჟეტპესთან” ფრედ ითამაშეს, დანიურ “ჰობროსთან” და უკრაინულ “ჩერნომორეცთან” კი წააგეს.

რატომ ვერ გააქვს გუნდს გოლი და როგორ მიმდინარეობს მზადება? ამ თემებზე “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

“ცხრა დღის განმავლობაში, რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერს ვაკეთებთ. ვერ ვიტყვით, რომ ამინდის გამო, ან სხვა მიზეზით, ვარჯიში გაგვიცდა. გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, თამაშები, ვამუშავებთ რამდენიმე ტაქტიკას. გამომდინარე აქედან, რასაც შეკრებიდან ველოდით, ფაქტობრივად, ვღებულობთ. ცუდია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს, თუმცა ეს ისეთი ტრავმებია, რომელსაც მალე მოიშუშებენ და გუნდს დაუბრუნდებიან.

ვერ ვიტყვი რომ ბოლო ტესტ-მატჩში გუნდმა ცუდად ითამაშა. “ჩერნომორეცის” სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავდა. ამ სამი თამაშის გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ შეტევაში პრობლემები გვაქვს, გოლი ვერ გაგვაქვს, ვქმნით ბევრ მომენტს და რეალიზება გვიჭირს.

შეიძლება გუნდმა კალენდარულ თამაშებში ბევრი გოლი გაიტანოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სიტუაცია ცუდად აისახება, რადგანაც ნდობა იკარგება. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, შემდეგ თამაშებში ყველაფერი გამოსწორდება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110775