ფეხბურთი

19:29 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას “სიტიში” სუარესის გადაყვანა სურს

მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას “ქალაქელების” რიგებში ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ლუის სუარესის ხილვა სურს. ინფორმაციას Sunday Mirror-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ ინგლისელები სუარესის სანაცვლოდ ან საერთოდ სურს თუ არა “ბლაუგრანას” ფეხბურთელის დათმობა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა “ბარსელონას” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.

0.322672