ფეხბურთი

1:27 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ცენტრალური მატჩები ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XX ტურში ქულები მიუნხენის “ბაიერნმა” დაკარგა. “რეკორდმაისტერს” კი ასეთი რამ წლეულს სულ რაღაც მესამედ შეემთხვა. “ბაიერნს” მეტოქე ძლიერი ყავდა “ლევერკუზენის” სახით და დიდიად გასაკვირი, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა ვერ მოიგო მაინც არ ყოფილა. თამაში დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა და უგოლოდ გაილია. ბოლოსკენ სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩენენ – ჩაბი ალონსომ შეხვედრის მთავარ არბიტრს ორი ყვითელი ბარათი გამოსტყუა.

“ბაიერნის” ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა დორტმუნდის “ბორუსიამ”, რომელიც ბერლინში ადგილობრივ “ჰერტას” ასევე უგოლოდ დაშორდა. არადა, ტომას ტუხელის გუნდს, რომ მოეგო, ახლა სხვაობა 6 ქულა იქნებოდა, თუმცა “ყვითლებმა” ეს ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, “დორტმუნდს” რომ წაეგო, “ჰერტა”ოდნავ მიუახლოვდებოდა. მოგეხსენებათ, ბერლინური გუნდი ყველასდა გასაკვირად მესამე ადგილს იკავებს.

ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ მატჩში კი ტრადიცია დაირღვა და გოლები გავიდა, ოღონდ ერთი გუნდის კარში. დიახ, გელზენკირხენის “შალკემ” “ვოლფსბურგს” სამი უპასუხა გოლი გაუტანა და კუდით ქვა ასროლინა. ვიცე-ჩემპიონი ნელ-ნელა დაბლა ეშვება და უკვე მე-8 ადგილს მიუკაკუნა, რაც დიტერ ჰეკინგის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბევრ რამეს ალბათ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი გაარკვევს. “მგლებმა” ბოლო 5 ტურში სამჯერ წააგეს. “შალკე” კი ამასობაში მეოთხე ადგილზეა მოკალათებული.

სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია “შტუტგარტის” საგარეო გამარჯვება ფრანკფურტში “აინტრახტთან”. “შვაბებმა” მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგეს და ერთ დროს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ახლა მე-11 პოზიციაზეა.

“აინტრახტი” – “შტუტგარტი” 2:4 (0:2)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 42 000

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; რეგასელი (გაჩინოვიჩი 73), ძამბრანო, აიჰანი (ბენ ჰატირა 46), ოცზიპკა; რუსი, სტენდერა; აიგნერი (მოდოევიჩი 78), ფაბიანი, ჰუსჟტი; მეიერი

მწვრთნელი: ვეჰი

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნეიდერმაიერი, ინსუა; სერეი დიე; რუპი (კლეინი 81), დიდავი, გენტნერი, კოსტიჩი (მაქსიმი 85); ვერნერი (კრავეცი 64)

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 0:1 გენტნერი (27), 0:2 დიდავი (45), 1:2 მეიერი (52), 1:3 ნიედერმაიერი (65), 1:4 კოსტიჩი (76), 2:4 ჰუსჟტი (90)

გაფრთხილება: ოცზიპკა (37), ძამბრანო (63, 75) – დიდავი (36, 67), გროსკროიცი (51)

გაძევება: ძამბრანო (75) – დიდავი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 16 (9) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: სიპელი

“ჰანოვერი” – “მაინცი” 0:1 (0:1)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 35 596

“ჰანოვერი” (4-3-1-2): ცილერი; საკაი, მილოსევიჩი, შულცი, პრიბი; იამაგუჩი (სანე 35), ჰოფმანი (სობიეხი 63), ბეხი (კარამანი 68); შმიედებახი; ალმეიდა, სჟალაი

მწვრთნელი: შააფი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ლატცა (მორიტცი 86); კლემენსი, მალი (კორდობა 68), სამპეირო; მუტო (ფრეი 75)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლი: 0:1 სამპეირო (24)

გაფრთხილება: მილოსევიჩი (81) - ბელი (2), მუტო (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 14 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჰარტმანი

“ჰერტა” – “დორტმუნდი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 74 244

“ჰერტა” (4-4-1-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; კალუ (ბაუმიოჰანი 89), ლუსტენბერგერი, ჰეგელერი (შტარკი 90), ჰარაგუჩი; დარიდა; იბიშევიჩი (ვან დერ ბერგი 71)

მწვრთნელი: დარდაი

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, ვეიგლი, კასტრო (პულიშიჩი 71); როისი (გინტერი 81), ობამეიანგი (რამოსი 72), მხითარიანი

მწვრთნელი: ტუხელი

გაფრთხილება: ვეიგლი (9), პიშჩეკი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ფრიტცი

“ინგოლშტადტი” – “აუგსბურგი” 2:1 (0:1)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 15 356

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კრისტიანსენი (მორალესი 60); ლეზჩანო (ჰინტერესერი 90), ჰარტმანი (მულტაუპი 85), ლეცკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი; ჯა-ჩოელი, კორი; ეშვეინი (ფინბოგასონი 70), ჯი (მორავეკი 61), საიუბი; ბობადილია (ფეულნერი 81)

მწვრთნელი: ვეინზიერლი

გოლები: 0:1 სტაფილიდისი (14), 1:1 მატიპი (59), 2:1 ჰარტმანი (85)

გაფრთხილება: გროსი (62), ლეზჩანო (87) - ვერჰაეგი (20), საიუბი (45), ფეულნერი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:9

მსაჯი: ვეინერი

“შალკე” – “ვოლფსბურგი” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 483

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; გეისი (კერჰერი 90), გორეცკა; სანე, მეიერი (ბელჰანდა 78), ჩუპო-მოტინგი (შოპფი 80); ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ვოლფსბურგი” (4-1-4-1): ბენალიო; იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი; გუილავოჯი (შეფერი 85); ვიეირინია, კრუსე (ბრუნო ენრიკე 66), დრაქსლერი, კალიჯური; ბენტნერი (პატარო 81)

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (24), 2:0 გეისი (35), 3:0 შოპფი (87)

გაფრთხილება: ჰუნტელაარი (26), გეისი (49) – კრუსე (30), ბენტნერი (58), კნოხე (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 14 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ველცი

“ლეევრკუზენი” – “ბაიერნი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 32 210

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი (ჰილბერტი 51), ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (მეჰემდი 87), კრამერი, კამპლი, ჩალჰანოღლუ; კისლინგი (ბრანდტი 74), ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ბადშტუბერი, ალაბა; ალონსო; რობენი (მიულერი 60), ვიდალი (ალკანტარა 52), კომანი (როდე 87), დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

გაფრთხილება: ალონსო (78, 84)

გაძევება: ალონსო (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 9 (1) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: კირხერი

თეგებიბუნდესლიგა
0.216202