ფეხბურთი

1:59 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახმა" ჯავრი "ვერდერზე" იყარა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდელსიგის XX ტურმა სტარტი გლადბახში აიღო, სადაც ადგილობრივმა “ბორუსიამ” ორმატჩიანი წაგებების სერია რიხით შეწყიტა. ანდრე შუბერტის გუნდმა მეორე წრის უქულოდ დაწყების ჯავრი მთლიანად ბრემენის “ვერდერზე” იყარა.

დიახ, სხვას ვერც ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც “ბორუსია პარკზე” “გლადბახმა” სტუმარს დამართა. მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ პირველივე წუთებიდან იგდეს და შეხვედრის დასრულებამდე ხელთ ეპყრათ. აღსანიშნავია, რომ “ბორუსიას” დუბლით 19 წლის დანიელი მცველი ანდრეს კრისტენსენი შეეწია, რომელიც ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაშია. სკანდინავიელმა უაკანხაზელმა ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლები შეაგდო. სანამ კრისტენსენი გაიტანდა, მანამდე ანგარიში ლუკას სტინდლიმ მე-12 წუთზე გახსლა და იმთავითვე ნათელი გახადა, რომ “ვერდერს” კარგი დღე არ ელოდა. ერთადერთი რაც “ბრემენელმა მუსიკოსებმა” მოახერხეს ვეტერანი პერუელი ფორვარდის, კლაუდიო პიზაროს ზუსტად შესრულებული პენალტი გახლდათ...

“გლადბახმა” ამ გამარჯვებით ოთხეულში ადგილი დაიბრუნა, თუმცა მეტოქეებზე თამაშით მეტი აქვს გამართული. “ვერდერი” კი ისევ შავ დღეშია და საპლეი-აუთო ადგილს იკავებს...

“გლადბახი” – “ვერდერი” 5:1 (2:0) (მიმოხილვა)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 51 569

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ჰინტერეგერი, ვენდტი; აზარი (ტრაორე 67), ნორდვეიტი, დაჰუდი (სტრანცი 84), ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი (ჰრგოტა 86)

მწვრთნელი: შუბერტი

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გუვარა; ოზტუნალი, იუნუზოვიჩი (ფროდე 86), ფრიტცი, კლეინჰეისლერი (ეგეშტეინი 75); პიზარო, უჯა (ბარტლესი 57)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 1:0 სტინდლი (12), 2:0 კრისტენსენი (31), 3:0 კრისტენსენი (50), 3:1 პიზარო (56, პენ), 4:1 რაფაელი (70, პენ), 5:1 ნორდვეიტი (88)

გაფრთხილება: აზარი (30) – ვესტერგაარდი (70), იუნუზოვიჩი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 15 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: შტეგერმანი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.29125