ფეხბურთი

13:19 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი “ბაიერნს” ზაფხულში დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჩილეს ნაკრების ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა შესაძლოა, დამდეგ ზაფხულს გუნდი შეიცვალოს. როგორც ელ მერცურიო იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელსა და მიუნხენური გიგანტის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა ბოლო დროს დაიძაბა, ხოლო ავტორიტეტული გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” ისიც კი დაწერა, თითქოს ვიდალი ერთ-ერთ ვარჯიშზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა და კლუბი მასთან დალაპარაკებას აპირებდა...

ვიდალმა წლეულს ბუნდესლიგაში 19 მატჩში ორი გოლი გაიტანა, თუმცა ხშირად მხოლოდ შეცვლაზე უწევს თამაში. ვიდალი “ბაიერნამდე” ოთხი სეზონის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა და “ბებერი ქალბატონის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაც იყო. თუ ჩილეს მედიას დავუჯერებთ, სამხრეთამერიკელის მსურველ კლუბთა სიაში პირველი მადრიდის “ატლეტიკოა”.

0.111838