ფეხბურთი

12:40 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის მოედანზე გამოჩენას თავისი შვილი აღნიშნავს...

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “ემპოლისა” და “უდინეზეს” მატჩის მე-80 წუთზე მოედანზე ქართველი ლევან მჭედლიძე გამოჩნდა, რომელმაც რიკარდო საპონარა შეცვალა. აღნიშნულ მატჩს თვალს ტელეეკრანიდან ლევანის შვილიც ადევნდებდა, რომელსაც მამის დანახვაზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა... აღნიშნული ფოტო ჯერ მჭედლიძის მეუღლემ და შემდეგ უკვე “ემპოლის” ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

26 წლის ქართველ შემტევს სექტემბრიდან მოყოლებული ტრავმა ჰქონდა მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა. იგი მწვანე მინდორს გასულ კვირას “ნაპოლისთან” შეხვედრაში დაუბრუნდა და “უდინეზესთან” მიჯრით მეორე თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108671