ფეხბურთი

13:39 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვისენტე კალდერონი” – ფორვარდთა სამჭედლო

შვიდ თვეში კოლუმბიელმა ჯექსონ მარტინესმა მადრიდის “ატლეტიკოს” შემადგენლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ჩინეთს მიაშურა. კოლუმბიელი ფორვარდისთვის “როხიბლანკო” არ გამოდგა ის ადგილი, სადაც თავს იდეალურად წარმოაჩენდა. არადა, “ატლეტიკოში” ბოლო ათი წლის განმავლობაში ცენტრფორვარდებს დამკვიდრება და ჩინებულად ათამაშება არ უჭირდათ... სწორედ ამიტომაცაა, რომ მარტინესი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად მიიჩნევა, რადგან სამხრეთამერიკელისგან “ვისენტე კალდერონზე” ბევრს ელოდნენ. ეს იმიტომ, რომ თვითონ მადრიდული გუნდია ასეთი და თავად მარტინესი ირჯებოდა მანამდე ძალზე შედეგიანად პორტუგალიურ “პორტუში”...

სერხიო აგუერო “ატლეტიკოში” 2006 წელს მაშინ მივიდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი იყო და სახელიც მალევე დაიგდო. კუნმა “კალდერონზე” 5 სეზონში 204 ჩატარებულ მატჩში 101 გოლი გაიტანა და მერე ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა. აგუეროს მხარს ურუგვაელი დიეგო ფორლანიც უბამდა. “ატლეტიკომ” ფორლანი “ვილიარელიდან” შეიძინა და დიეგოს ახალი გუნდისთვის ალღოს აღება არ გასჭირვებია. ექსმანჩესტერელმა თეთრ-წითელი მაისურით 198 თამაშში 96 გოლი შეაგდო. მისი და აგუეროს დუეტი კი, როგორც ესპანეთში, ისე მთლიანად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დუეტად მიიჩნეოდა.

ფორლანი მადრიდში რადამელ ფალკაოთი ჩაანაცვლეს. კოლუმბიელიც “ატლეტიკოში” თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. თავად განსაჯეთ, ფალკაომ ორ სეზონში 90 მატჩში 70 გოლის გატანა მოახერხა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ფალკაოს მოჰყვა დიეგო კოშტა – ლონდონის “ჩელსის” დღევანდელი ფორვარდი ორი წლის განმავლობაში “როხიბლანკოს” მეტოქეებს აწიოკებდა და საერთო ჯამში მოწინააღმდეგეთა კარი 56-ჯერ აიღო. კოშტას დიდი წვლილი მიუძღოდა იმაში, რომ ესპანურმა გუნდმა 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია.

ცუდად არც დიეგოს შემცვლელ, ხორვატ მარიო მანჯუკიჩს უთამაშია. ბალკანელმა შემტევმა სანამ ტურინის “იუვენტუსში” გადავიდოდა, ერთ წელიწადში 43 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. 2014-2015 წლების სეზონში კი დიეგო სიმეონემ აქცენტი ფრანგ ანტუან გრიზმანზე გააკეთა და არც შემცდარა. “სოსიედადის” ყოფილმა შემტევმა გასული სეზონი 25 გოლით დაასრულა და მეტოქეებს წლეულსაც რიხიანად უტევს.

თუმცა, გარდა გრიზმანისა, “ატლეტიკოს” შეტევის ხაზს თვალს თუ გადავავლებთ, ლუსიანო ვიეტოს, ფერნანდო ტორესისა და ანხელ მარტინ კორეას გვარებს ამოვიკითხავთ. მართალია ეს უკანასკნელები განსაკუთრებულად შედეგიან თამაშს ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, მაგრამ აფეთქება ნებისმიერი წუთსაა შესაძლებელი... თანაც, ისტორია და ტრადიცია ზურგს უმაგრებთ...

თეგები“ატლეტიკო”
ვალენსია   0 - 1    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

დეპორტივო   0 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   0 - 3    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   3 - 1    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 0    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   4 - 1    ლას პალმასი

შემადგენლობა

მოვლენები

ესპანიოლი   4 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ხიხონი   2 - 0    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   3 - 1    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეტისი   2 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.241672