ფეხბურთი

18:51 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ ვან გინკელი ინათხოვრა

ჰოლანდიის ჩემპიონმა “პსვ ეინდჰოვენმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი გაიფორმა. როგორც პსვ-ს ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელი “ფილიპს არენაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. ვან გინკელი გასული ზაფხულიდან მოყოლებული ასევე განათხოვრების წესით “სტოკ სიტიში” ირჯებოდა, რომლის შემადგენლობაშიც 17 თამაში ჩაატარა.

გასული სეზონი კი ახალგაზრდა ჰოლანდიელმა იჯარით იტალიურ “მილანში” გაატარა, “როსონერის” რიგებშიც 17-ჯერ გავიდა მოედანზე და მეტოქეებს ერთი გოლი გაუტანა. მარკომ სახელი არნემის “ვიტესში” გაითქვა და “ჩელსიში” 2013 წლის ზაფხულში გადაბარგდა, მაგრამ “არისტოკრატების” ღირსება აქამდე მხოლოდ 12 შეხვედრაში დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111639