ფეხბურთი

17:37 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელები ტერის რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობენ

ლონდონის “ჩელსის” მცველს ჯონ ტერის ერთდროულად ჩინეთის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება. როგორც The Telegtaph-ი იტყობინება, 35 წლის ინგლისელ ფეხბურთელს ჩინეთის ჩემპიონატში გადაბარგების სანაცვლოდ რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობენ - სეზონში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანაზღაურებით.

ტერის “არისტოკრატებთან” ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ეწურება და როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებდა, კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის შემდეგ ყველაზე რეალურად ტერის ამერიკულ MLშ-ში გადაბარგებას მიიჩნევდნენ. თუმცა, “ჩელსი” არ ადასტურებს, რომ ტერისთან განშორება სურს. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხის გადაწყვეტას მას შემდეგ გეგმავს, როცა მომავალი სეზონისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელს შეარჩევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115721