ჭადრაკი

14:47 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მე-8 ადგილამდე დაქვეითდა

ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე 2529 პუნქტით მოწინავე ათეულში ადგილს ინარჩუნებს, თუმცა, უკვე მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა. არადა, ორიოდ თვის წინ ნანა მე-4 საფეხურზე გახლდათ.

პირველ ადგილზე 2673 პუნქტით ჩინელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰოუ იფანი რჩება, მას კი კვალში ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2583), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2558), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2554), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2454), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2537), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2529), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2529) და პია კრამლინგი (შვედეთი, 2521) უდგანან.

ქართველ ქალთაგან კლასიფიკაციის საუკეთესო ასეულში ასევე არიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2502), 19. ლელა ჯავახიშვილი (2489), 20. ნინო ბაციაშვილი (2485), 38. სალომე მელია (2452), 58. ნინო ხურციძე (2414), 73. მერი არაბიძე (2390) და 92. სოფიკო გურამიშვილი (2374).

გაცილებით უარესო მდგომარეობა გვაქვს ვაჟთა ასეულში, სადაც მხოლოდ ბაადურ ჯობავა ხვდება. ის 2673 პუნქტით 69-ე ადგილზეა.

მსოფლიოს მოწინავე ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2844), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2798), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2785), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2784), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2783), უესლი სო (აშშ, 2773).

0.11387